უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა  საყურადღებოდ

ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემია გთავაზობთ სწავლას როგორც აკრედიტებულ, ისე ლიცენზირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სკოლის ატესტატის საფუძველზე.

იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ მუშაობას კერძო სექტორში და არ სურთ საზღვარგარეთის აკრედიტებული დიპლომი, ვთავაზობთ სწავლას ლიცენზირებული პროგრამებით შემდეგ სპეციალობებზე: საზოგადოებრივი კვების ტექნოლოგია, კვების პროდუქტების ტექნოლოგია, საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლოგია, სამკერვალო ნაკეთობათა ტექნოლოგია, ელექტრული ინჟინერია, ინფორმატიკა, წარმოების ეკონომიკა და ბიზნესი,   ტურიზმი, ფარმაცია.

სწავლის ღირებულება ლიცენზირებულ პროგრამებზე შეადგენს 75 ლარს თვეში.  (www.kiec.ge).

ამავე დროს, ისევე, როგორც უცხოელ  სტუდენტებს საქართველოში, ქართველ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ გახდნენ საზღვარგარეთის უნივერსიტეტების სტუდენტები ეროვნული  გამოცდების   გარეშე. თქვენი კონკრეტული ინტერესების გათვალისწინებით, ხარისხიანი უმაღლესი განათლების მისაღებად, ეს გზა შესაძლოა გახდეს თქვენი დროისა და სახსრების მნიშვნელოვანი ეკონომიის საფუძველი.

ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემია, ერევნის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტთან ერთად (www.shirakatsi.org), გთავაზობთ სწავლას აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერევანში, როგორც დასწრებული, ისე დაუსწრებელი ფორმით.

ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემიის ბაზაზე მიმდინარეობს იმ ახალგაზრდების სასწავლო პროცესი, რომლებიც ჩაირიცხნენ აღნიშნულ უნივერსიტეტში დაუსწრებელი ფორმით. აღნიშნული ფორმით ჩვენს ბაზაზე სწავლის მსურველთათვის სწავლის წლიური გადასახადია 450 დოლარი.

აღნიშნული გადასახადის პირობებში, ქუთაისისა და მიმდებარე რაიონების მცხოვრებლ;ებს  ჩაუტერდებათ სრულმასშტაბიანი სასწავლო პროცესი რეგიონში ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით.  სასწავლო პროცესი მოიცავს სემესტრში ორჯერად შუალედურ და ერთ დამასრულებელ ტესტირებას აკადემიის კომპიუტერული ბიბლიოთეკისა და ტესტირების ცენტრის ბაზაზე.

იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მუშაობენ, ან, საცხოვრებელი პირობების გამო, არ შეუძლიათ ყოველდღე სიარული, ეძლევათ სასწავლო ლიტერატურა და შეუძლიათ გამოცხადდნენ  აკადემიაში მხოლოდ ტესტებისა და გამოცდების ჩაბარების მიზნით.

სახელმწიფოს მიერ აღიარებული, აკრედიტებული დიპლომის მიღებისათვის, სასწავლო პროცესის სავალდებულო კომპონენტია წელიწადში ერთჯერადი 5 დღიანი გასვლა სომხეთში ცოდნის შემაჯამებელი კონტროლისათვის.

ერევნის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი, უკვე მესამე წელია ახორციელებს მიღებას უცხოეთიდან (ძირითადად აზიის და არაბული ქვეყნებიდან), ისეთ სპეციალობებზე, როგორიცაა სამართალი, ეკონომიკა (მ. შ. ტურიზმის, ჯანდაცვის და ფარმაციის მენეჯმენტი),  ფარმაცია და სხვა. სწავლა ერევანში წარიმართება ინგლისურ ენაზე. გადასახადი უცხოელი სტუდენტებისათვის დასწრებული ფორმით შეადგენს 2500-3000 დოლარს. მიმდინარე წელს, აღნიშნულმა სასწავლებელმა, სომხეთის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად გააკეთა განაცხადი სამკურნალო საქმის და სტომატოლოგიის სპეციალობებზეც.

იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ სწავლა დაუსწრებლად და არ შეუძლიათ ყოველწლიურად გასვლა საზღვარგარეთ, შეგვიძლია შევთავაზოთ სწავლა უკრაინულ-პოლონურ  საგანმანათლებლო პროგრამაზე (ქალაქი ლოძი, www.maup.com.ua), რომლითაც შესაძლებელია ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოპოვება სამ წელიწადში. აღნიშნულ სასწავლებელში სწავლის საფასური 700 დოლარია. ამასთან, იმისათვის, რომ დიპლომი აღიაროს ჩვენმა სახელმწიფომ, საჭიროა  მინიმუმ 2 კვირით ჩასვლა პოლონეთში ან უკრაინაში. იმავდროულად, ახალგაზრდებმა უნდა აითვისონ ერთი მაინც უცხო ენა იმ დონეზე, რომ, ჩვენი დახმარების გარეშე, გაარკვიონ თავიანთი სასწავლო პროცესის საკითხები უცხოური უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.